მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: სასიკვდილოდაა გამეტებული

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: სასიკვდილოდაა გამეტებული

16-02-2023, 15:59 - 2023
471
       

„სასიკვდილოდაა გამეტებული“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ უფრო დამძიმდა.

„განსაკუთრებით რაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ამ კლინიკაში, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები