გოგი წულაიას პატიმრობა მიუსაჯეს

გოგი წულაიას პატიმრობა მიუსაჯეს

14-02-2023, 23:57 - 2023
1 058
       

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 


სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.

ადვოკატის თქმით, ხელისუფლება გოგი წულაიას პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. 

დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები