ბარამიძე - რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლან

ბარამიძე - რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლან

12-02-2023, 12:56 - 2023
391
       

„არა აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერები არიან თუ არა, ჩვენ არავის არ ვყოფთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.


მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა აწუხებს.

„არა აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერები არიან თუ არა, ჩვენ არავის ვყოფთ, აქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უპარტიოები, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა ნორმალური ადამიანი. შეიძლება ვიღაცამ ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის აღშფოთება, რომელიც არის გამოხატული ბიძინა ივანიშვილის სახლთან სიმბოლურად, არის პროტესტის გამოხატულება ყველა იმ ადამიანის, ვისაც კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა აშფოთებს. ჩვენ რასაც ღიად ვუყურებთ, რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, თან ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

       
პოპულარული