ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს.
ის, სავარაუდოდ, თბილისში გადმოჰყავთ.
ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.