სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბრალდებულებმა: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაჩენი პარტია „ლელოს“ ოფისში მოისმინეს, პროცესს კი ავტო წერეთელი და ადვოკატები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, პირველმა ინსტნაციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშვეებად სცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა ხანდზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში ვერ გაუშვა.
საქალაქოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.
ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.