რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გარილოვის განცხადებით, საჰაერო ფრენების აღდგენის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა გავრილოვმა.