„მთავარი ორგანიზატორები კეზერაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ“ - ნიკა მელიას განცხადება

„მთავარი ორგანიზატორები კეზერაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ“ - ნიკა მელიას განცხადება
18-01-2023, 11:44 - 2023
495

„9 ნოემბრის მთავარი ორგანიზატორები ბატონები ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი იყვნენ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
 
როგორც მელია განმარტავს,    ოპონენტებთან, რომლებიც ხაბეიშვილის უკან დგანან,  ღირებულებითი დაპირისპირება აქვს.
 
ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც კი საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ძალიან ეფექტური, ცუდშიც და კარგშიც.  ჩემი ღრმა რწმენით,  ახლა მიპირისპირდება ის ცუდი, რომელიც ვერასოდეს ვერ გახდება  „ქართული ოცნების“ ალტერნატივა.   ეს არის ღირებულებითი ბრძოლა,  დაპირისპირება ძველსა და ახალ მეთოდებს შორის. ლევან ხაბეიშვილი არ არის ჩემი კონკურენტი. ცუდია, რომ   ეს ადამიანები ვისი დაწყებულიცაა ეს ყველაფერი,  ავანსცენაზე არ არის გამოსულები.
 
9 ნოემბერს ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება და მოითხოვეს არჩევნების ჩანიშვნა. შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდების განცხადებასო, თითქოს და ეს მათი დაორგანიზებული არ ყოფილიყო.  9 ნოემბრის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ბატონები ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი.
 
ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული,  დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ
“, -განაცხადა მელიამ.
 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები 28-30 იანვარს გაიმატრთება, ერთმანეთს 4 კანდიდატი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა