მელია - ფარული აუდიოჩანაწერი ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა

მელია - ფარული აუდიოჩანაწერი ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა

18-01-2023, 11:38 - 2023
434
       

„ენმ“-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, მის წინააღმდეგ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებაში, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა.
 
მელიას თქმით, ეს კარგად ნაცადი მეთოდებია, რასაც ებრძოდა თავად და არასოდეს მოსწონდა ეს მეთოდები წინა ხელისუფლების დროს.
 
დიახაც, მე მაქვს არა თუ გონივრული ეჭვი, არამედ ზუსტად ვიცი რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერს შეეძლო ზეგავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე.
 
ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი და ეგულებოდა ეს ჩანაწერი, რომ რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე მელიას, ეს გაამართლებს. მე ვფიქრობ ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს.
 
ზედაპირზე ამოტივტივდა ის მანკიერება, რაც არ მომწონდა და რასაც ვებრძოდი
“, - განაცხადა მელიამ.

       
პოპულარული