„სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება იქნება დამაზარალებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ცესკო-ს ყოფილა სპიკერმა, ანა მიქელაძემ, განაცხადა.
ანა მიქელაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკრებულოს დეპუტატ სოფო ჯაფარიძესა და კარტოგრაფების საქმის მოსამართლესთან ერთად მივიდა.
„თვეების მანძილზე არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა თვალს ადევნებს მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება შესაძლოა, გახდეს ფატალური შედეგის გამომწვევი. ეს კი, რა თქმა უნდა, იქნება დამაზარალებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ასევე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევას წარმოადგენს.
ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს შემოვუერთდი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც არასდროს ყოფილა აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.
ჩემი სურვილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაითვალისწინოს თავისი შესაძლებლობები, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაც იქნება“, - გაცხადა ანა მიქელაძემ.