ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს.
მეუფეს თქმით, ნამდვილი ქრისტიანი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეშია, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია.
„დადგებიან უცებ, შევარდებიან პარლამენტში - 2 გირჩია შესული იქ, პარლამენტში რა, და კიდე ვიღაცები და რავი, ვინ აღარ არიან. ერთი ნორმალურად რომ ლაპარაკობდეს ვერ დავინახე. ქრისტიანულად, მარტო ფარისევლურად კი არა, რეალურად, ეკლესია რომ გჭირდება იმიტომ კი არა, იმიტომ, რომ შენ ქრისტიანი რომ ხარ, იმიტომ. შეიძლება, ერთი პრემიერი იყოს ასეთი ადამიანი, მე პატივს ვცემ და ვხედავ, იმას ძალიან დიდი ბრძოლა უწევს, რომ თუნდაც ეს გზა რომ გაატაროს, რომელიც დღეს რაღაც დონეზე მაინც საქართველოს აქვს“, - ამბობს მეუფე სტეფანე.