ვოლსკი სააკაშვილზე: თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითაც იბრძვიან!

ვოლსკი სააკაშვილზე: თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითაც იბრძვიან!
12-01-2023, 16:13 - 2023
295

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანია - თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითაც იბრძვიან!“,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, „საერთაშორისო დონის თაღლითობა აშკარა ხდება, როგორც სააკაშვილის მედიცინის თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით“.

„აღმოჩნდა, რომ ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თურმე გარკვეული მონაცემებით ხელმძღვანელობენ, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძვლად არ გამოდგება. სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა და მას სპეციალური დიეტა სჭირდება. ეს ადამიანები მთელი რესურსით ზეწოლას ახდენენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს.

გიორგი ბარამიძე ამბობს, უნდა შეიკრიბონ, როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გაგრძელდეს და მოხდეს ძალების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად, საომარ მოქმედებებში ჩასართავად. სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამისთვის ჯერ ბევრი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის ფინანსები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა