ბარამიძე - ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი

ბარამიძე - ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი

12-01-2023, 15:29 - 2023
317
       

„ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი“, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი.

როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერები ავთენტური არ არის.

„არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც ადამიანს უკანონოდ იწერს, ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ადვილად ირკვევა, რომ მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე. შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი“, - განაცხადა ბარამიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები