თბილისის მერია: პარლამენტთან ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია უნებართვოდ დგას

თბილისის მერია: პარლამენტთან ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია უნებართვოდ დგას

12-01-2023, 15:08 - 2023
383
       

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, პარლამენტთან, ჯვრის ფორმის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება.


ამის შესახებ ნათქვამია მერიის არქიტექტურის სამსახურის საპასუხო წერილში, რომელიც დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მისი მიმართვის საპასუხოდ მიიღო.

„მიპასუხეს როგორც იქნა მერიიდან:
ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის ჩარჭობაზე ნებართვა არ არსებობსო! უკანონოა - დაგვიდასტურეს!

გაგრძელება არ აქვს - ადმინისტრაციული საქმისწარმოება თუ დაიწყეთთქო, ამაზე პასუხი არაა. დედაქალაქის შუაგულში უკანონო კონსტრუქცია დგას და რეაქცია არ აქვს მერიას! ძალიან მაგრები არიან“, - წერს სამნიძე.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები