„ჩანაწერის გამოქვეყნება არაერთი სუბიექტის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ოცნებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერების გამოქვეყნების სტილი არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის უცხო და არც „ქართული ოცნებისთვის“.
„ავთენტურია თუ არა, ამაში შესვლას აზრი არ აქვს, ეს სერიოზული არ იქნება ჩვენგან. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა, სადაც ვიყავით 10-15 წლის წინ, სამწუხაროდ, იქ ვართ დღესაც პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა ბევრად უკან არის და ჩვენი საზოგადოება ბევრად პროგრესირდა ამ წლების განმავლობაში. ფაქტობრივად პოლიტიკური ელიტა ვერ ეწევა საზოგადოების განვითარების დონეს და მოთხოვნებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.