„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.
მისი თქმით, ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს.
„ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“,- წერს დეკანოიძე.