„რა? სად? როდის?“: ანდრო სოლოღაშვილის „მოაზროვნის“ სტატუსი 2014 წლის შემდეგ აღარ განახლებულა და მომავალშიც არ განახლდება

„რა? სად? როდის?“: ანდრო სოლოღაშვილის „მოაზროვნის“ სტატუსი 2014 წლის შემდეგ აღარ განახლებულა და მომავალშიც არ განახლდება

8-01-2023, 22:43 - 2023
497
       

სატელევიზიო ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ ანდრო სოლოღაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ინტელექტ-კლუბმა ყოფილი მოაზროვნის განცხადება დაგმო.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.  

გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია.

აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს...
“, -  წერია განცხადებაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები