აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
18-02-2022, 11:12 - 2022
606

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და „გმობს რუსეთის სამხედრო ფორმირებას“ უკრაინის საზღვართან.

„ესოშიეითიდ პრესი“ წერს, უკრაინას ჰყავს ძლიერი მოკავშირეები სენატში, სადაც ფართო მხარდაჭერა აქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, როგორც მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს.

რეზოლუცია მოუწოდებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დაავალოს აშშ-ს მთავრობას, რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ დაკისრებისა და „ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“ ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოიყენოს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა