რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი „საშობაო ზავთან“ დაკავშირებით უკრაინის პასუხს გამოეხმაურა.
მან უკრაინელებს ღორები უწოდა.
„დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალების ხელი გავუწოდეთ. მათმა მენეჯერებმა ამაზე უარი თქვეს. ვფიქრობ, ჩვენმა სამხედროებმა, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, შვებით ამოისუნთქეს, როდესაც მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი გაიგეს შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის მერე. გული მწყდება იმ ხალხზე, ვინც ეკლესიაში წასვლის შესაძლებლობა დაკარგა, ღორებს კი არანაირი რწმენა და მადლიერების თანდაყოლილი გრძნობა არ გააჩნიათ“, - აღნიშნა მედვედევმა.