პრემიერი - გისურვებთ  ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას

პრემიერი - გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას

7-01-2023, 15:15 - 2023
351
       

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს.


ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

       
პოპულარული