საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში შობა უკრაინელ ბავშვებსაც მიულოცა.
„ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი;
მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე,
ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს“, - ამბობს ილია მეორე.