რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლებითაც სურთ, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ - დანილოვი

რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლებითაც სურთ, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ - დანილოვი

18-02-2022, 10:48 - 2022
570
       

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ შეინიშნება.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლითაც რუსეთს სურს, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულოს. 

„ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც ისინი მუდმივად აკეთებდნენ. მაგრამ დღეს, 17 თებერვალს, იყო გაბედული, მასიური პროვოკაცია. მიზანი რა არის? მიზანი ისაა, რომ ჩვენ დავიწყოთ საპასუხო ქმედებები, იმისათვის, რომ დაგვაბრალონ, რომ ჩართული ვართ იმაში, რაც მათ სურთ ჩვენს ტერიტორიაზე განვითარდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ, რამდენადაც გვსურს, თავშეკავებული. არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ პროვოკაციას“, - განაცხადა დანილოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები