„რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
ის უკრაინაში ცეცხლის 6-7 იანვარს შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა.
„ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.