ზელენსკი: პუტინს სურს გამოიყენოს შობა

ზელენსკი: პუტინს სურს გამოიყენოს შობა

6-01-2023, 14:59 - 2023
372
       

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ „საშობაო ზავის“ გამოცხადებას ეხმაურება.


ის ამბობს, რომ პუტინს შობის გამოყენება სურს უკრაინის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად.

„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში ცოტა ხნით და ჩვენს პოზიციებთან გადაიყვანონ მობილიზებულები, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა.

მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა“, - თქვა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები