17 თებერვალს, გვიან საღამოს, პრორუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინსკაია პრავდა“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 50 შემთხვევა დაფიქსირდა.
Imágenes de las consecuencias de los combates en el #Donbass : infraestructuras civiles atacadas en #Lugansk. #Ucrania #ucraine #Russia #RussiaUkraine #OTAN#UcraniaRusia #Україна #россия#RusiaUcrania pic.twitter.com/SJi7ePmS1F
— AUSTROHÚNGARO (@AUSTROHNGARO2) February 17, 2022