„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია გასცდა ერთი ადამიანის, ოჯახისა და თანამოაზრეების პრობლემას.
„ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლეზე, დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე“, - თქვა ნიკა მელიამ.