მუმლაძე - მოგვიგზავნეს ტიტუშკები და დაიწყეს პროვოკაცია

მუმლაძე - მოგვიგზავნეს ტიტუშკები და დაიწყეს პროვოკაცია

4-01-2023, 15:24 - 2023
422
       

„მოგვიგზავნეს ტიტუშკები და დაიწყეს პროვოკაცია“, - ამის შესახებ „ენმ“-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.


მან ჭორვილაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ჩვენ, როგორც მანამდე, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გავშალეთ თავისუფლება მიშას ბანერი. ეს ვერ აიტანა ოცნებამ და მისმა ტიტუშკებმა და დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციები. პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილი წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ აქცია, თუმცა ჩვენ ვერ შეგვაჩერებს პროვოკაციები, ჩვენ მივალთ ყველგან და ივანიშვილს ვეტყვით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერ მოგვიკლავს მესამე პრეზიდენტს“, - ამბობს გიორგი მუმლაძე.

       
პოპულარული