ჭორვილაში ადგილობრივები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ

ჭორვილაში ადგილობრივები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ
4-01-2023, 15:06 - 2023
320

ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. 


ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშა ჰქონდათ მიტანილი, ასევე ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას!“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა