პაპუაშვილი - პატრიარქის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი

პაპუაშვილი - პატრიარქის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი

4-01-2023, 14:56 - 2023
378
       

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს.


როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი.

ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს!

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ, განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი, ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს.

მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას!“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები