ბაჩო დოლიძე - მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

ბაჩო დოლიძე - მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

4-01-2023, 14:53 - 2023
387
       

„მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს და არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან, მშვიდობის ხიდთან განაცხადა, სადაც დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია იმართება.


მისი თქმით, აქციის გზავნილია, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის, სადაც პოლიტიკური შურისძიება ჩვეულებრივი ამბავია.

დღეს, 6 საათზე, მშვიდობის ხიდზე ვიკრიბებით და ჩვენ გვექნება ერთიანი გზავნილი მსოფლიოსთან მიმართებით. ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთხელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქალაქი, სადაც 6 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, მათ შორის, ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ასევე გურიაში, ბათუმში გვექნება და ამ გზავნილით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, - განაცხადა დოლიძემ.

       
პოპულარული