ნიკა მელია - 4 იანვარს, 18:00 საათზე გელოდებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისში

ნიკა მელია - 4 იანვარს, 18:00 საათზე გელოდებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისში

3-01-2023, 17:07 - 2023
490
       

„ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.
 
როგორც მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული, პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. აქ იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ყველას გელოდებით,საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე, 18:00 საათზე“, - აღნიშნავს მელია.

       
პოპულარული