ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის - ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას

ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის - ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას

3-01-2023, 02:54 - 2023
555
       

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.
 
ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ სატელეფონო საუბროს დროს მან უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.
 
ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები