სვანეთში ორ გვარს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - მოკლულია ორი ადამიანი

სვანეთში ორ გვარს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - მოკლულია ორი ადამიანი

3-01-2023, 00:01 - 2023
724
       

პირველ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში გვიან ღამით ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა.
 
ერთმანეთს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, პაკელიანები და აფრასიძეები დაუპირისპირდნენ.
 
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოკლული სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები