ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა.
ფინური მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი მსგავსებას ხედავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირისა და ფინეთს შორის ზამთრის ომში.
„ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა ვერ გაითვალისწინეს არსებითი ფაქტორი, რომ თავისუფალ ქვეყანაში ხალხს გააჩნია ნება და რწმენა, რომ ერი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს - ეს უდიდესი ძალაა“, - განაცხადა საული ნიინისტემ.