სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს: დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების

სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს: დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების

1-01-2023, 00:59 - 2023
470
       

„მინდა მივმართო დიასპორას და ვუთხრა - დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
 
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ იმიტომ, რომ არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც მერე სხვების მიერ იქნება შევსებული“.
 
მინდა მივმართო დიასპორას და ვუსურვო ასევე ძალიან ბედნიერი წელი. მათაც მინდა მივმართო და ვუთხრა: დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების, რამეთუ ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეც არის დამოკიდებული. თქვენ ხართ ისინი, ვისაც შეუძლია ჩამოიტანოს აქ სწორედ ის წესები, სტანდარტები, რომლებიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ იმიტომ, რომ არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც მერე სხვების მიერ იქნება შევსებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
ამასთან, პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაში მიმართა ქართველ ახალგაზრდებსაც და აღნიშნა, რომ მას სურვილი აქვს, რომ ქვეყანას ახალგაზრდები არ ტოვებდნენ, პირიქით, ბრუნდებოდნენ იმიტომ, რომ ისინი ამ საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
 
მოდის ეს 2023 წელი და მინდა ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს. მინდა ეს ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში. მინდა, რომ თქვენ იყოთ წარმატებული, რომ თქვენს ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ყველანაირი ფორმით ბედნიერება, ჯანმრთელობა. მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ იყოს მათი წელი, მათთვის არის ევროპული მომავალი. მე მინდა, რომ თქვენ ამ ქვეყანას არ ტოვებდეთ და პირიქით, ბრუნდებოდეთ იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყანას თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები