მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2022 წელი გარდამტეხი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იყო.
პუტინის თქმით, ამ წელმა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნა ჰეროიზმი და სიმხდალე.
„ეს რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების წელი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვებისა და ჩვენი საზოგადოების ძლიერი კონსოლიდაციისკენ.
2022 წლის ნამდვილად გარდამტეხი და საბედისწერო მოვლენები გახდა ნიშნული, რომელიც საფუძველს უყრის რუსების საერთო მომავალს და მათ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას: ესაა ის, რისთვისაც დღეს ვიბრძვით.
ეს იყო წელი რომელმაც ბევრ რამეს თავისი ადგილი მიუჩინა, მკვეთრად გამიჯნა სიმამაცე და ჰეროიზმი ღალატისა და სიმხდალისგან, გვაჩვენა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ძალა ვიდრე საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისადმი სიყვარულია, მეგობრებისა და ამხანაგებისადმი ერთგულება და სამშობლოსადმი თავდადება.
დასავლეთი წლების განმავლობაში ცრუობდა სიმშვიდის შესახებ და სინამდვილეში აგრესიისთვის ემზადებოდა და დღეს ის ღიად აღიარებს, აღარ რცხვენია. და დღეს ისინი ცინიკურად იყენებენ უკრაინას და მის ხალხს რომ დაასუსტონ და დაანაწევრონ რუსეთი.
რუსეთის ბრძოლა საკუთარი ინტერესებისა და მომავლისთვის გახდება შთამაგონებელი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის მათ ბრძოლაში სამართლიან მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში“, - განაცხადა პუტინმა.