ზალუჟნი: ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს

ზალუჟნი: ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს

31-12-2022, 21:29 - 2022
421
       

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი უკრაინის მოსახლეობასა და მსოფლიოს მიმართავს.
 
მისი განცხადებით, ერი ბრძოლაში იბადება და უკრაინას ძალა აქვს გამარჯვებას მიაღწიოს.
 
ჩვენ ომი არ აგვირჩევია, თუმცა მივიღეთ ბრძოლა და ღმერთი ჩვენ მხარეს არის.
 
ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანების მხრებზე მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალა დავამარცხოთ მტერი.
 
ერი ბრძოლაში იბადება. ღმერთი გფარავდეთ! დაე ჩვენი გამარჯვება იყოს უკრაინის აყვავებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი.
 
ყველას, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი დამცველების ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, ყველას, ვინც ლოცულობს, სჯერა, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მსოფლიოს ბოროტებას ებრძვის - გილოცავთ შობასა და ახალ წელს!“
, - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები