ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე - საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან

ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე - საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან

31-12-2022, 21:01 - 2022
465
       

„ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ისინი ეშმაკის მხარეს არიან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს.
 
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა - ეს წლის შედეგი არ არის, როგორც არ უნდა უნდოდეთ ტერორისტებს, ეს თავად რუსეთის ბედის შედეგია. ტერორისტი სახელმწიფო არ მიიღებს პატიებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთი იერიშების ბრძანებებს გასცემენ, ვინც ახორციელებს - შეწყალებას არ მიიღებენ, რბილად რომ ვთქვათ. წინასაახალწლო დღეს სარაკეტო დარტყმების რამდენიმე ტალღა, ხალხის წინააღმდეგ რაკეტები - ეს არაადამიანებმა გააკეთეს. არაადამიანები წააგებენ! ტერორისტები ამას ვეღარ შეცვლიან! აღდგომაზე აკეთებდნენ ასეთ დარტყმებს, შობაზე, ახალ წელს. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ისინი ეშმაკის მხარეს არიან.
 
მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის ნატო-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს. ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს… უკრაინა არასდროს აპატიებს და თქვენ თავადაც არ აპატიებთ მას ამ ყველაფერს - რასაც გაანადგურებს და ყველას, ვისაც მოკლავს
“, - თქვა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები