კირილ ბუდანოვი - ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს

კირილ ბუდანოვი - ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს

31-12-2022, 20:52 - 2022
478
       

„ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს, გარკვეული რაიონები აღდგენას არ ექვემდებარება და ოკუპანტების თავდასხმის პოტენციალი ამოწურული არ არის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
 
ამასთან, მისივე თქმით, რუსები იქ ბახმუტში დიდ დანაკარგებს განიცდიან.
 
სამხედრო ვითარება იქ არ არის კატასტროფული. კატასტროფაა თავად ქალაქთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს. გარკვეული ტერიტორიები ნამდვილად არ ექვემდებარება აღდგენას. ოკუპანტებმა აბსოლუტურად გაანადგურეს, მთელი ქალაქი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადეს.
 
ისინი იქ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან. თქვენ ალბათ გინახავთ ბევრი ვიდეო ინტერნეტში, გვამების გორები, როცა გვამს გვამზე ათავსებენ, ქვიშის პარკივით - ეს არის რეალური სიმართლე
“, - განაცხადა ბუდანოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები