მაია სანდუ - აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

მაია სანდუ - აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

31-12-2022, 00:17 - 2022
496
       

„აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს“, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა.
 
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
 
ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ვთქვით, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს. მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?“, - თქვა სანდუმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები