საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუშინდელ პროცესზე დაიკითხა „ვივა მედის“ კიდევ ერთი ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე.
მან დაადასტურა, რომ თვალშისაცემია ბოლო ორ თვეში პაციენტის წონაში კლება და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს.
დაადასტურა ისიც, რომ ლაბორატორიულად ვერ დადგინდა რატომ აქვს პაციენტს სიცხე.
„იმ კვლევებით რაც ჩვენ ჩავატარეთ, რაიმე პოზიტიური მაჩვენებელი არ მოგვცა. [მდგომარეობა] საყურადღებოა, ნევროლოგიური თვალსაზრისით არის უარყოფითი დინამიკა. ჩემი პროფესიული სტატუსი ამ შემთხვევაში და ფუნქცია გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას და შესაბამისად, სადაც უკეთესი იქნება, მივესალმები მხოლოდ“, - თქვა თამარ აბაშიძემ.