„ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია“, - აცხადებს კლინიკა „ვივა მედის“ ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დაცვის მხარე დაინტერესდა, გამოიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულმა მკურნალობის კურსმა ნევროლოგიის კუთხით დადებითი შედეგი, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ დადებითი შედეგი ფსიქნეირორეაბილიტაციის გარეშე ვერ დადგება:
„დადებით შედეგს ვერს გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქონეირორეაბილიტაციას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილს და რეაბილიტაციულ ნაწილს.
მაგის კომპეტენცია მე არ მაქვს, სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელია რა თქმა უნდა“, - ამბობს თამარ აბაშიძე.