„ვივა მედის“ ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
მან სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვებს უპასუხა
„ჩივილი არის „ვერ ვიღებ საკვებს“. არ უთქვამს საკვებს არ ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცას ვაპროტესტებ. პაციენტი წარმოადგენს ჩივილს და მეც ვახმოვანებ მის ჩივილს
ტემპერატურას ტალღისებური ხასიათი აქვს, 38 გრადუსი და 38 გრადუსზე მეტიც ჰქონია. ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის. ამიტომ პროცესში ჩაერთნენ ფთიზიატრები. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ცენტრალური მიზეზით წარმოშობილი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც არის ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები“, - აღნიშნა თამარ აბაშიძემ.