პაპუაშვილი გახარიაზე - როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად არ მიიჩნევდა თავს?

პაპუაშვილი გახარიაზე - როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად არ მიიჩნევდა თავს?

25-12-2022, 23:38 - 2022
393
       

„თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.
 
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება.
 
თუკი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
 
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, „ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები