თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა შსს-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
უცნობია დანაშაულის ზუსტი ადგილი და იარაღი.
ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი და ცხედრებს წამების კვალი ეტყობა.
მოკლულები ფასანაურში გადაასვენეს. ქალი ადგილობრივია, ხოლო კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე.