მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო

23-12-2022, 00:09 - 2022
453
       

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო.
 
მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 11:00 საათზე ჩანიშნა. მისი განცხადებით, „სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია“.
 
არევაძემ თქვა, რომ ყოველთვის გასათვალისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, ის მასალა, რაც დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა წარადგინეს, გამოკვლევას საჭიროებს.
 
მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ ერთ ან რამდენიმე სხდომაში დასრულდება... რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გაში მოწმეებს“, - თქვა მოსამართლე არევაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები