„ძალიან დათრგუნული ვარ და ცრემლები ძლივს შევიკავე, რა სურათიც დღეს დავინახე“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას.
გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია მიზანმიმართულად კლავს მის ძმას.
„მე დავინახე, რომ მმართველი პარტია მიზანმიმართულად კლავს ჩემს ძმას, უკვე აღარ შევიკავებ თავს ამ სიტყვებისგან, რადგან მე რაც დღეს დავინახე, მე დავინახე, რომ ესე თუ გაგრძელდა, აუცილებლად ლეტალური შედეგით დამთავრდება მისი მდგომარეობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.