„უნიჭო სიმულანტია“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„უნიჭო სიმულანტია“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

22-12-2022, 23:55 - 2022
723
       

„ქართული ოცნების“  თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი სიმულანტია.
 
კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ვიზუალი, არაფრით განსხვავდებოდა იმ დამონტაჟებული კადრებისგან, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
 
დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება, მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ და ეს იყო ორი დღით ადრე გადაღებული კადრები, ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ მისი ვიზუალიდან. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ ჩვენ, მათ შორის ტელევიზიებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები