„მე ჩამოვედი ამერიკაში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ამერიკის მოსახლეობას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი და ამერიკელი ხალხი მხარს ღიად უჭერს უკრაინას, რამაც ისინი „რეალური მოკავშირეები გახადა“.
„ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ეს გადარჩენის საკითხია. ჩვენ ვიხილავთ სანქციებს და სამართლებრვ ზეწოლას ტერორისტულ ქვეყანას . რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვაჩნია მშვიდობის ფორმულა, კონკრეტული ნაბიჯები,რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ჩვენს დასახმარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი კონგრესის წინაშე წარსდგება. ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა