ზელენსკი: ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ზელენსკი: ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

22-12-2022, 03:50 - 2022
342
       

„ჩვენ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და უკრაინა ამ ომში ერთად გაიმარჯვებს.
 
ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ამ ტირანიის წინააღმდეგ, რაც რეალურია და ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ნამდვილად მინდა, რომ ერთად გავიმარჯვოთ, უფრო სწორად, კი არ მინდა, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
 
ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი კონგრესის წინაშე წარსდგება. ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები