რუსეთიდან შემოტანილი 20 ათასი კგ კართოფილი უკან გააბრუნეს

რუსეთიდან შემოტანილი 20 ათასი კგ კართოფილი უკან გააბრუნეს

21-12-2022, 12:31 - 2022
1 035
       

რუსეთიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცლებს.
 
საბაჟო გამშვებ პუნქტში , „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები